ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კამბოჯაში ისვენებენ

0
53

მათი დაშორების შესახებ ჭორების კორიანტელი ნელ-ნელა მიწყნარდა და ყველა დარწმუნდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის ყველაფერი კარგადაა. მრავალშვილიანი მეუღლეები კი ცხოვრებას ჩვეული რიტმში აგრძელებენ. ჯოლი-პიტის ოჯახის ერთ-ერთი ტრადიცია ოჯახური არდადეგებია. ამჯერად მეუღლეებმა ბავშვებთან ერთად კამბოჯაში ბაზრობა მოინახულეს. ინტერნეტში შილოს, ნოქსის და ვივიენის მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა, რომლებშიც ოჯახი ბარზობაზე ერთად დაბოდიალობს და სხვადასხვა ნივთებს არჩევს.

საინტერესოა ისიც, რომ ბაზრობიდან სასტუმროში ცნობილი ოჯახი გლამურული ავტომობილის ნაცვლად ყველაზე დემოკტარიული ტრანსპორტით – ტუკ ტუკით, იგივე ხის ეტლით მივიდა. ამბობენ, რომ ამ მგზავრობით ენჯიმ თავისი მომავალი პროექტისთვის გადასაღები მოედანი დაათვალიერა. ცნობილი მსახიობის მომდევნო საავტორო ფილმში, მოვლენები სწორედ კამბოჯაში ვითარდება. ფილმს საფუძვლად უფლებათა დამცველის – ლუნგ უნგის მოგონებები უდევს. რაც შეეხება ბრედ პიტს, კამბოჯაში გამგზავრებამდე მსახობი ორიოდე კვირის განმავლობაში ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. მალე დღის სინათლეზე ბრედის მონაწილეობით დევიდ მიქოდის კომედიური ჯანრის ნამუშევარი “War Machine” გამოვა. პიტის მონაწილეობით უახლოეს თვეებში კიდევ 3 ფილმის გამოსვლა იგეგმება.