29 ივნისს ზაზა ნოზაძის სადებიუტო ალბომის პრე-ფართი გაიმართება

0
3324

29 ივნისს, ახალგაზრდა ქართველი რეპერის, ზაზა ნოზაძის (სცენური ფსევდონიმი Sf-x) სადებიუტო ალბომიდან ნაწილს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები მოისმენენ. ამჟამად ზაზა თავის პირველ ალბომზე მუშაობის პროცესშია. „თბილისიდან/Tbilisi-DONE“ მზად შემოდგომაზე იქნება, თუმცა მანამდე კლუბში „END“ 29-ში შეკრებილი მსმენელი როგორც ნაცნობ და წლების გამოცდილ და შეყვარებულ, ასევე ახალ კომპოზიციებსაც მოისმენს. თბილისში ეს არტისტის ბოლო კონცერტი იქნება სექტემბრამდე, ანუ ალბომის წარდგენამდე. ალბომის გამოსვლის წინა ფართიზე ზაზასთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ქსელი 56“, ძვალი, Cas, Ras Green & Nick Green, Goofy, Kay G, Ol’ Boy, BonNie.

ზაზა ნოზაძე:

თბილისის გარშემოა ყველა ამბავი, ანუ იმ ქალაქზე, სადაც ვცხოვრობ. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ალბომში შესულ კომპოზიციებში საქართველოში მაცხოვრებლის ან ქვეყნიდან წასულის სათქმელი არ იყოს. ეს ალბომი არის საქართველოში განცდილზე და შესაბამისად, მესიჯები ეხება ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის მცხოვრებს თუ ემიგრაციაში წასულ ადამიანს… არის უშუალოდ ჩემი ნააზრევი და განცდილი, პირადი ცხოვრება თუ ზოგადი ემოციები ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს მნიშვნელოვნად მივიჩნევ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა არცთუ მცირე ხანია, ქართული ჰიპ-ჰოპის სცენაზე დგას და ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია, რომელსაც ინტერნეტსივრცეში უდიდესი გამოხმაურება აქვს, მის ვიდეოებს კი – მილიონობით ნახვა.

ბილეთების შეძენა ივენთისთვის უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge,  ასევე ღონისძიების დღეს, შესასვლელშიც. კარი 21:00 საათზე გაიხსნება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here