დღეს ახალმთვარეობაა ტყუპების ნიშანში – „მოიცილეთ მენტალური ნაგავი“

0
1752

სოფია ბზეკალავა წერს, რომ დღეს ახალმთვარეობაა ტყუპების ზოდიაქოში. რას ნიშნავს ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ, ცნობილი ასტროლოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, დღეს არის ახალმთვარეობა ტყუპების ♊ზოდიაქოს ნიშანში. ეს არის ყველაზე ორსახოვანი და ცვალებადი ნიშანი, მისი მმართველი მერკური კი “კურირებს” ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის თემას, ფიქრებს და აზრებს. ამიტომ დღევანდელ დღეს ემოციებთან ერთად აკონტროლეთ საკუთარი ფიქრებიც, დაუკვირდით, რას ამბობთ, როგორი ტონით იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ფიქრები გასაოცარი სისწრაფით მატერიალიზდება, ხოლო სიტყვებს სამართებელზე უფრო ბასრი ჭრა აქვს. ახალმთვარეობა საუკეთესო დროა ყველა სახის ნეგატივისგან გასათავისუფლებლად. დაფიქრდით, დაალაგეთ საკუთარი აზრები, მოიცილეთ მენტალური “ნაგავი”, გათავისუფლდით აგრესიისგან რომელიც თუნდაც სოც-ქსელებიდან ასე უხვად მოდის. არ შეხვიდეთ კონფლიქტში (რისი წინაპირობაც არაერთგზის იქნება), სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან იმიტომ, რომ ტყუპების მმართველი მერკური ავტომანქანებს და გადაადგილებას შეესაბამება. და რაც მთავარია, ე.წ “ევრორემონტი” ჩაატარეთ საკუთარ ქვეცნობიერში. გახსოვდეთ თქვენი ცხოვრება არის ისეთი როგორც თავად აღიქვამთ მას. თქვენი ფიქრები პროეცირდება რეალობაში, ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ვიაზროვნოთ პოზიტიურად.

სიმშვიდეს გისურვებთ“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here