როგორ ემშვიდობებიან გიო ხუციშვილს ცნობილი მეგობრები

0
2050

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. 56 წლის მომღერალს გარკვეული პერიოდის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მან თურქეთში იმკურნალა, თუმცა მკურნალობის კურსი უშედეგო აღმოჩნდა.

29 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს იყო მომღერლის ბოლო გამოჩენა საზოგადოების წინაშე.

რადიო „ფორტუნას“ საიტთან ინტერვიუში მომღერალი ამბობდა:
„სიყვარულს წლების განმავლობაში ბევრი ხალხი მიხსნიდა, მაგრამ ახლა, როცა ფიზიკურად ცოტა ვერ ვარ კარგად, ამხელა სიყვარულის ტალღამ მაჩვენა, რომ თბილისურად, კარგად მივლია. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ტელეფონზე ისეთმა ხალხმა დამირეკა და მირეკავს, საერთოდ რომ არ ვიცნობ. მთავაზობენ, რამე ხომ არ გჭირდებაო, ვპასუხობ, რომ დარეკვითაც უკვე ძალიან მახარებენ. მომღერლები გვერდით მიდგანან, კონცერტები გავაკეთოთო, მაგრამ მეგობრები მეხმარებიან და არ მიჭირს მკურნალობა. ისევ მირჩევნია, სხვის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტებში მივიღო მონაწილეობა… ახლა უფრო ვხვდები, როგორ სჭირდებათ ადამიანებს თანადგომა. ზოგჯერ გეზარება, მაგრამ რომ დაუფიქრდები, ესაა ის, რაც არასდროს უნდა დაგეზაროს. ცხოვრება თურმე თანადგომაა. მახარებს ამდენი ხალხის გვერდზე ყოფნა. მაქვს მოტივაცია, ბევრი კარგი და ლამაზი რამ გავაკეთო. ვხვდები, რომ უყვართ და მოსწონთ. მზად ვარ, რომ დიდხანს ყველაფერი კარგად იყოს…“

სოციალურ ქსელში გიოს ცნობილი მეგობრები ემშვიდობებიან:

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here