53-ე სკოლის კურსდამთავრებულებმა კლიპი გადაიღეს, ემინემის ერთ-ერთი სიმღერა გადმოაქართულეს და ქართული ინტერნეტსივრცეც დაიპყრეს. ტექსტში შეხვდებით სხვადასხვა საინტერესპ ფრაზას, მაგალითად, ასეთს: „მე რასისტი არ გეგონოთ, რუსეთი არ მევასება, ათოსანი ჯენტლმენი ვარ, კაცი ვერ შემედავება“, „ისე კი დალევდა კაცი, დიდი ხანი გავიდა, გუშინ ღამე რომ დავლიეთ, ხომ არ გადაგავიწყდა“, „ჩიკაგო, ბარნოვი, ვაკე, სამივეს ვგრძნობ, ჩემია, იმის ძაღლი დაინახე, ძაან საყვარელია, მე არავის ვიკარებ, დიკაპრიოს გარდა, ყველას ჩემგან seen მოხვდა, მას არავინ ჰგავდა…“