მარჯანიშვილის თეატრმა „სახიფათო კავშირები“ დადგა

„სახიფათო კავშირები“ შოდერლო დე ლაკლოს ცნობილი ნაწარმოებია, რომლის რამდენიმე წარმატებული კინოვერსიაც არსებობს. მარჯანიშვილის თეატრი კი, ცნობილი ქართველი მსახიობების მონაწილეობით, პრემიერას წარმოგვიდგენს. რეჟისორი ციცინო კობიაშვილი გახლავთ, მხატვარი: ლევან წულაძე, თარგმანი და ინსცენირება: მაია ჯაფარიძე და ციცინო კობიაშვილი.

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 8,9 და 12 ივნისს შედგება. რამდენიმე დღით ადრე კი თეატრის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე სპეციალური ვიდეო გამოქვეყნდა, რომლის ავტორებიც არიან ნიკოლოზ გაგლოშვილი, ირაკლი დონაძე.

Scroll to Top