შესაძლოა Kardashian-ების ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა მალე თეთრი კაბა მოირგოს და საკურთხეველთან მივიდეს. ბოლო რამდენიმე დღეა დასავლურ მედიაში აქტიურად განიხილება Kylie Jenner-ის ნიშნობის ამბავი. ამის მიზეზი კი Kylie-ს ინსტაგრამზე დადებული ფოტოა, რომელშიც რეალითი შოუს ვარსკვლავს ნიშნობის ბეჭედი უკეთია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს 17 წლის ლამაზმანი ჰოლივუდელ რეპერს – Tyga-ს ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მოკლეხნიანი ურთიერთობის განმავლობაში წყვილმა დაშორება უკვე 2-ჯერ მოასწრო, ტაბლოიდები თვლიან, რომ ახალგაზრდები სერიოზულ ნაბიჯს მალე გადადგამენ.
Jenner-ის ნიშნობის შესახებ ჭორები კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალი Caitlyn Jenner-ის ახალი დოკუმენტური სერიების ერთ-ერთ ნაწილში ბებიასთან – Esther Jenner-თან ერთად გამოჩნდა. ქალმა შვილიშვილს თავისი ფოტო აჩვენა, სადაც ისიც 17 წლისაა. “აი, აქ ის 17 წლისაა და უკვე გათხოვილია“ – განმარტა Caitlyn Jenner-მა. “დაახლოებით როგორც მე“ – უპასუხა Kylie-მ და ამ პასუხმა კითხვების მთელი კორიანტელი გამოიწვია. ნუთუ რეალითი შოუს 17 წლის ვარსკვლავი მართლაც დაინიშნა და მალე რეპერ Tyga-სთან ურთიერთობას დააკანონებს?! ეჭვი გვაქვს, რომ ეს ამბავი Kylie-ს დედას – Kris Jenner-ს არ მოეწონება. ქალი ყოველთვის აღნიშნავს, რომ Kylie და Kendall Jenner-ი დები Kardashian-ებისგან განსხვავებით უფრო კარიერისტები არიან და მათთვის ოჯახის შექმნა ჯერ ძალიან ადრეა.