ბლოგერი გურამ შეროზია წერს, რომ დიდი კონკურენციის შედეგად, რომელიც ორ წამყვან არხს შორის არის გაჩაღებული, ორი ძალიან კარგი მუსიკალური პროექტი მივიღეთ.
„აი, რას გვიშვება კონკურენცია
– რუსთავი 2-მა, “მხოლოდ ქართულში ” ჩადო ყველაფერი, სადაც კი ვინმე სახე ჰყავს – ყველა ერთად გამოიყვანა, ეპატაჟიც, მუღამიც და მოკლედ – დადო მშვენიერი შოუ
– არც იმედი შეეგუა ამ ამბავს, გუშინ იმდენი ვინმე ვიხილე იქს ფაქტორში, ჟიურის მოძლიერებაც გადასარევი ნაბიჯი იყო, გულშემატკივრები, ა.შ. სად გადამერთო, ვეღარ ვხვდებოდით…
მოკლედ, ამ ბრძოლა-ბრძოლაში, ორივე თავს იკლავს, რომ რაც შეიძლება მაგარი შოუ გააკეთოს და ბოლოს, ორივე პროდუქტი ფრიად მშვენიერი გამოდის.
ჩვენც, მაყურებლებს ანუ – რა გვენაღვლება, ხან ერთზე გადავრთავთ, ხან მეორეზე, ან გადავახვევთ და ვტკბებით ასე 😃❤“