ხუან იოანე ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძიგურმა ერთმანეთს ცხოვრება ოფიციალურად დაუკავშირეს. წყვილი დაქორწინდა და გრანდიოზული ქორწილი „შატო მუხრანში“ გადაიხადა. პრინცმა ხუანმა და ქრისტინემ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.
პატარძალს „მარიონელას“ კაბა ეცვა. სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, მათ შორის ნინო სურგულაძე, თამარ ივერი, ანა მარგველაშვილი, ნინო იოსელიანი, ქრისტინე იმედაძე და სხვანი. მათმა უმრავლესობამ არჩევანი კლასიკურ სამოსს მიანიჭა და ძირითადად, საღამოს კაბებზე გააკეთეს აქცენტი.