„მხოლოდ ქართულის“ ლაივები „რუსთავი 2“-ის ეთერში წარმატებით მიმდინარეობს. პროექტმა ქართული სიმღერის მოყვარული საზოგადოების დიდი ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. გადაცემის პირველივე გამოშვებებმა მაღალი რეიტინგი დაწერა. გუშინდელმა ლაივმა კი კიდევ ერთხელ მიაღწია უმაღლეს ნიშნულს – გადაცემის რეიტინგმა 21% შეადგინა.
„მხოლოდ ქართულის“ ამ რეიტინგს გამოეხმაურა მაია ასათიანი და დაწერა: „საქართველო ირჩევს მხოლოდ ქართულს“.
პროექტის „ფეისბუქ“-გვერდი მაღალი რეიტინგისთვის მადლობას მაყურებელს უხდის.