ნანუკა ჟორჟოლიანი სიგარეტის საჯარო ადგილებშ მოწევის აკრძალვას ეხმაურება და მისი დადებითი მხარეების შესახებ საუბრობს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ ვაპროტესტებთ ჩვენს ქვეყანაში იმ წესის შემოღებას, რომელსაც ევროპაში ჩასულები უსიტყვოდ ვემორჩილებით…
ნანუკა წერს:
„ევროპაში ვერ, ან ძალიან რთულად ნახავთ ადგილს, სადაც მოწევა შეიძლება. ქუთაისიდან, თუ თბილისიდან მილანებში (დოჩის ხმით) ჩაფრენილები წესებს ვემორჩილებით, ვეწევით გარეთ, მაგრამ ჩვენივე ქვეყანაში ვაპროტესტებთ:) მაგარი უცნაური ხალხი ვართ.
2011 წელს, ნიუ-იორკში ერთი ბლოკით წასული, იმავე ბლოკით უკან წამოვედი. მოსაწევ ადგილს ვერ ვპოულობდი და გარეთ გასვლა მეზარებოდა. თუ გავდიოდი, იქაც უშნო თვალით მიყურებდნენ გამვლელები. მაგი რუსეთია, ჯიბეში რო თუმნიანს ჩოუდებ და მოგაწევინებს და ჩამოვყალიბდეთ, რომელს ვირჩევთ“.