25 მაისს „სფეისჰოლი“ ბერლინურ ტექნოსაღამოს მასპინძლობს

0
2452

MONUMENT-ისა და MOVEMENT-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში, კერძოდ კი, SPACEHALL-ში ბერლინური ტექნო საღამო მოეწყობა, 25 მაისს არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან შემდეგი არტისტები: MIND AGAINST // EINMUSIK // JONAS SAALBACH.

MIND AGAINST – ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტექნო მუსიკას ქმნის, ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს, მიიჩნევიან საკმაოდ წარმატებულ არტისტებად, მათი შემოქმედება უკავშირდება 1980-ი წლების ფსიქოდელიურ ჩანახატებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს თანამედროვე საცეკვაო მუსიკის აქცენტებზე, რაც ერთობლიობაში ქმნის ძლიერ და გამორჩეულ ჟღერადობას.

Einmusik-ის და Jonas Saalbach-ის ენერგიული B2B ლაივები განსხვავებული მოვლენაა, სადაც Einmusika Labelboss – Samuel Kindermann უერთდება ახალგაზრდა და უნიკალური საუნდების მქონე Jonas Saalbach-ს. მათი პირველი B2B ამსტერდამში შედგა, ხოლო შემდეგი მასშტაბური გაერთიანება ბერლინის Spy Tower-ზე შედგა.

თბილისში, 25 მაისს გასამართ ივენთზე ამავე სტილში წარდგებიან LIVE მუსიკით, რაც კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ქართველ მსმენელში.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია ონლაინ EVENTER.GE -ზე ხოლო OFFLINE ბილეთები მალე იქნება ხელმისაწვდომი ვაგონში. ორგანიზატორების თქმით ყველა სიახლე ივენთის შესახებ https://www.facebook.com/events/187785255322283-ზე დაიწერება.

პირველი კალათის ბილეთების რაოდენობა უკვე ამოიწურა და ბილეთების გაყიდვა მეორე კალათაზე გადავიდა, რომლის ფასიც 40 ლარს შეადგენს, იგი ეტაპობრივად მოიმატებს და საბოლოო ფასი ადგილზე 60 ლარს იქნება.

ჩვენ ვესაუბრეთ „მონუმენტის“ დამფუძნებელს, გიორგი კვაშალავას, რომელმაც აღნიშნა:

„ჩვენი ივენთის სტუმრებს რამდენიმე საინტერესო სიურპრიზი ელოდებათ, მათ შორის თავად არტისტებისგანაც. აღსანიშნავია, რომ MIND AGAINST საქართველოში პირველად ჩამოდის. არტისტები სასტუმრო „იოტაში“ დაბინავდებიან, ჩვენი პარტნიორია ასევე „ვაგონი“. „მონუმენტი“ 25 მაისის ღონისძიებით ხსნის თავისი ივენთების სერიას და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გპირდებით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here