ლალი მოროშკინა კიდევ ერთი ქორწილის მოლოდინშია, თუმცა ამჯერად არა თავად ლალი, არამედ მისი ვაჟი – სანდრო ჩაგანავა ქორწინდება. ლალის სარძლო კი ასევე ჟურნალისტი – ლალი ჯავახია გახლავთ. წყვილის ქორწილი 7 ნოემბერს შედგება.
რაც შეეხება თავად მოროშკინას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფო”-ს ხელმძღვანელი მიმდინარე წლის ზაფხულში ირაკლი ჯაფარიძეს დაშორდა და უკვე რამდენიმე თვეა მარტოა. აქტიურად ჩნდება სხვადასხვა ტელევიზიების თოქ-შოუებში და კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ ლალი ახალი ვარცხნილობით წარსდგა საზოგადოების წინაშე – სკანდალურმა მწერალმა თმა ქერად შეიღება.
როგორც ყოველთვის ლალი სოციალურ ქსელებში ამჯერადაც ძალიან აქტიურია. ბოლო პერიოდში ფეისბუქზე ხშირად აქვეყნებს დასვენების ამსახველ ფოტოებს და ახალი ვარცხნილობით იწონებს თავს…