მომღერალი ქეთი გომართელი, ცნობილ კლიპმეიკერთან, ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად, ახალ ვიდეორგოლზე მუშაობს. ქეთიმ „სახის“ ძველი პოპულარული სიმღერა, „როგორ მინდა მოგეფერო“ შეარჩია და მისი ახალი, ქავერ-ვერსია სიმღერის ავტორთან, დათო ფორჩხიძესთან ერთად გააკეთა. სიმღერა „ბრავოში“ ჩაიწერა.
კლიპში ქეთის საკმაოდ საინტერესო იმიჯი აქვს, რომელზეც ჯორჯ ვან დე კამპმა იმუშავა. კლიპის პრემიერა აპრილის ბოლოსთვის იგეგმება.