„მხოლოდ ქართულს“ 18%-იანი რეიტინგი აქვს – „სუპერკლასი ვიხილე!..“

0
2230

„მხოლოდ ქართული“ უკვე მესამე ორშაბათია, ეთერშია. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი 18%-იანი რეიეტინგი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართული სიმღერების პროექტი დროულად გაკეთდა.

ნიკა გვარამიამ ასევე შეაფასა საკუთარ არხზე დაწყებული შოუ და აღნიშნა:

„ნერვიულობისგან და გადაღლისგან ჩამეძინა, რაც უიშვიათესად ხდება.

სამაგიეროდ, გავიღვიძე, გადავახვიე და სუპერკლასი ვიხილე!

ვამაყობ ყოველი თქვენგანით, ვინც შოუზე იმუშავეთ და ნამდვილად საუკეთესო ათეული შეარჩიეთ.

გელოდებით ლაივებზე ბევრი სიურპრიზით (განსაკუთრებით, ორი ახალი წამყვანი და ორი ახალი ჟიურის წევრი) და ქართული სიმღერის საუკეთესო კონცერტებით!

ვამაყობ, რომ აგარჩიე Nika Lomidze, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, საუკეთესო“.

გუშინდელ ჩანაწერში საუკეთესო ათეულიც ვიხილეთ. მათ შორის ჟიურიმ ერთ-ერთი მონაწილე განსაკუთრებულად გამოარჩია და როგორც სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტად სწორედ კონსტანტინე კარანაძის შესახებ იკამათეს. სწორედ მის ვიდეოს გთავაზობთ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here