მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი „იმედზე“ ახალი იუმორისტული შოუს წამყვანი ხდება. გადაცემის სახელწოდებაა „ღამის შოუ“. ახლახან სოციალურ ქსელში გადაცემის პრომოც გამოჩნდა.
შოუს შემქმნელები ჯანსაღ იუმორს გვპირდებიან, ეს არის გადაცემა, სადაც არავის დასცინიან – „თუკი დაიღალეთ ცილისწამებითა და ღვარძლით, იუმორის დეოკუპაცია „იმედზე“ იწყება. კლოუნადამ დრო მოჭამა, იუმორს გემოვნება აკეთილშობილებს. არაფერი პირადი, მხოლოდ იუმორი“, ნათქვამია გადაცემის ანონსში.
საინტერესოა, ვის მიმართავენ ამ ტექსტით შოუს შემქმნელები.