დღეს, 2 აპრილს, დილის ათი საათიდან tkt.ge-ზე „ბლექ სი ჯაზეფესტივალის“ კონცერტებზე დასასწრები პირველი კალათის ბილეთები გამოვიდა გასაყიდად. თაყვანისმცემლები აქტიურობენ. განსაკუთრებით დიდი ინტერესია „ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული სოლისტის, რობერტ პლანტის კონცერტის მიმართ.
ჯაზფესტივალი იწყება 19 ივლისს და სრულდება 22 ივლისს. 19-ში ბათუმის ჯაზფესტივალს „ბლექ სი არენას“ 10 000-კაციან დარბაზში სწორედ რობერტ პლანტის კონცერტი გახსნის.
შეგახსენებთ, რომ პირველი კალათის ბილეთები ყველაზე დაბალ ფასებს გულისხმობს და მათი რაოდენობა შეზღუდულია. ამასთან, ერთ მომხმარებელს მხოლოდ ექვსი ბილეთის შეძენის საშუალება აქვს.
რაც შეეხება რობერტ პლანტის კონცერტს, ბილეთის ფასი 60 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. არის 60, 80, 100, 180-ლარიანი ბილეთები, ხოლო VIP ლოჟაში ბილეთი 800 ლარი ღირს.
ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაკრები 300 ლარი ღირს, აბონემენტში შემავალი ყველა ბილეთი ე.წ. „გოლდენ რინგს“ ეკუთვნის.