ბავშვთა ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“ ახალი რეკორდსმენი გამოიკვეთა. ეს ქუთაისელი გუკა კოკაიაა, რომელიც თავისი ქალაქის პირველ სკოლაში სწავლობს. ის გადაცემის მეოთხე სეზონის ბლიცის ახალი რეკორდსმენი გახდა, როცა დასმული შეკითხვებიდან 20-ს სწორად უპასუხა.
აქამდე, გადაცემის არსებობის განმავლობაში მხოლოდ ერთმა მონაწილემ შეძლო, იმავე დროში 21 შეკითხვისთვის ეპასუხა სწორად…