N!UTONE ვირტუალურ სიყვარულზე – ახალი კლიპი პოპულარული ჯგუფისგან

0
2262

N!UTONE-ის ახალი კლიპი სიმღერაზე „ვირტუალი“ ახლახან აიტვირთა „იუთუბზე“. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი. სიმღერა ჯგუფმა „ნიუტონმა“ შექმნა, ტექსტი ტატა ავალიშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე ჯგუფის პროდიუსერიც გახლავთ. კლიპში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

„ნიუტონი“ ქართული კლუბური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჯგუფია. კვირის განმავლობაში ჯგუფი რამდენიმე კონცერტს მართავს სხვადასხვა ლოკაციაზე და მათ საღამოებზე ყოველთვის ანშლაგებია.

„ნიუტონი“ სხვადასხვა ცნობილი სიმღერების საინტერესო ვერსიებსა და იმპროვიზაციებს სთავაზობს მსმენელს, ასევე ქმნიან მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი სტილის ახალ კომპოზიციებსაც. მათ შორის ერთ-ერთია „ვირტუალი“, რომლის მელოდიურობა თანამედროვე ჟღერადობას ძალიან კარგად არის მორგებული.

ჯგუფის შემადგენლობაში სამი მუსიკოსია: თამარ ბაბილუა (ბაბი), შაკო ღელეყვა და ლევან (ჯოჯო) აბშილავა.

რაც შეეხება კლიპს, რეჟისორს ზუსტად აქვს დაჭერილი სიმღერის მელოდიური ნახაზი და მისი შინაარსობრივი დატვირთვაც და მას გადაღებული კადრებით კარგად მიჰყვება.

„ნიუტონის“ ახალმა კლიპმა ჯგუფის თაყვანისმცემლების დადებითი შეფასებები გამოიწვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here