Moloko და Tom Odell Tbilisi Open Air-ს წლევანდელი ჰედლაინერები იქნებიან

0
2043

Tbilisi Open Air წელს კიდევ ერთხელ გაიმართება. „მუსიკა ათავისუფლებს“ – ეს სლოგანი, რასაკვირველია, უცვლელია. ღონისძიების პარტნიორია „თი ბი სი“ ბანკი, ასევე ლუდი „აისი“,  „ლიკანი“ წარმოადგენს ჯაზსცენას ფესტივალზე. მუსიკალური ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

ახლახან ფესტივალის ორგანიზატორებმა სრული ლაინაფი წარუდგინეს მედიას. როგორც დავით ცინცაძემ განაცხადა, წელს ფესტივალზე ოთხი სცენა იქნება, სადაც 70-ზე მეტი მუსიკოსი გამოვა, მათ შორის 20-მდე უცხოელი.

22 ივნისს ფესტივალს ქართულ რეპდუო „კაიაკატა“ გახსნის და ეს დღე მეტწილად, ქართველ არტისტებს დაეთმობათ. 23 ივნიის ჰედლაინერი გახლავთ ჯგუფის Moloko სოლისტი, როიზინ მერფი, ხოლო 24 ივნისს მსმენელის წინაშე წარდგება Tom Odell.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here