სტეფანე მღებრიშვილი საზღვარგარეთ იმყოფება. მომღერალმა ახლახან სახალისო სტატუსი გამოაქვეყნა იმ ამბის შესახებ, რომელიც ამსტერდამში გადახდა, მიზეზი კი მისი „ბომჟური ჩაცმის“ სიყვარული გახდა.
სტეფანე წერს:
„ვინც მიცნობს, იცის, რომ ბომჟური ჩაცმა მიყვარს. რაც ძველი უფრო მეკომფორტულება და კარგად ვარ ( გამოწყობას და ახალ ტანსაცმელს ვერ ვიტან). ამსტერდამშიც სულ ესე დავდივარ , იქ ყველა ესე დადის. მოკლედ, ღამე მომშივდა და სენდვიჩების მაღაზიაში ჩავედი და კაცმა შემომხედა და „ჯერ უფასო კვება არ გვაქვს, 2 საათში მოდითო“
Ahahahahahah , იმის მერე ვიცინი, ეხლაც მარტო ვზივარ და ვიცინი“.