საბერძნეთში მცხოვრები პოპულარული მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა. მიზეზი კი მუსიკალური შოუ „იქს ფაქტორია“, რომელიც მალე სტარტს აიღებს „იმედის“ ეთერში. შეგახსენებთ, რომ თამთა გარკვეული პერიოდის წინ მენტორებს შორის იყო ამავე შოუში, ახლა კი ტელეპროექტის ორგანიზატორებმა მისი დაბრუნება გადაწყვიტეს.
შოუს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც თამთა „იქს ფაქტორის“ მაყურებელს მიმართავს და აღნიშნავს:
„გამარჯობა. იმედი მაქვს, გახსოვართ, თუ არ გახსოვართ, არა უშავს, რადგან წელს ძალიან კარგად გაგახსენებთ თავს და შეიძლება, მოგაბეზროთ კიდევაც. ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩამოვდივარ საქართველოში, „იქს ფაქტორის“ ჟიურიში. ძალიან მომენატრა საქართველოც და ქართველი მაყურებელიც, ველოდები ჩამოსვლას, იმედი მაქვს, თქვენ დამელოდებით…“