ლამარ ოდომს ახალი დაავადება აღმოუჩინეს

0
35

კარდაშიანების ოჯახი კვლავ ყურადღების ცენტრშია – ქლოე კარდაშიანის ყოფილი მეუღლე, ცნობილი კლათბურთელი, ლამარ ოდომი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში, სედარს სინაის კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც ცნობილია, ოჯახის აბსულუტურად ყველა წევრს მისი მონახულება აუკრძალეს – მათ შორის ქლოე კარდაშიანსაც და სავარაუდოდ, მათ რიცხვში მოხვდა ლამარის ორივე შვილიც.

როგორც ირკვევა, სპორტსმენს საავადმყოფოში ინფექციური დაავადება, კერძოდ კი პნევმონია აღმოუჩინეს, ამიტომ ახლა მისთვის სტერილური გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლამარი კვლავ დიალიზზე რჩება, მისი მდგოამრეობა კრიტიკულად ფასდება, იმის მიუხედავად, რომ ოდომმა გონს მოსვლაც მოახერხა და ქლოესთან გასაუბრებაც. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ წყვილმა განქორწინება გადადო – მართალია ორივე მათგანს საბუთებზე ხელი მოწერილი აქვს, თუმცა, მოსამართლის დაკსვნა ჯერ გამოტანლი არ არის – ამ მიზეზით ქლოე ლამარის ნაცვლად გადაწყვეტილებებს ოფიციალურად იღებს. ქალი იგივეს უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს და ოდომის ჯანმრთელობის მდგომარეობათან დაკავშირებულ საკითხებს იქამდე გადაწყვტეს, სანამ მამაკაცი ამას თავად მოახერხებს.