„ირიაოს“ სიმღერამ უცხოელი შემსრულებელი ქართულად აამღერა

0
3180

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ საქართველოს „ევროვიზიის“ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარდგენს. სიმღერა, რომელიც ავტორიც დათო მალაზონიაა, პირველი მთლიანად ქართულენოვანი კომპოზიციაა, რომელსაც „ევროვიზიის“ მილიონობით მაყურებელი 10 მაისს, ლისაბონში, კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში მოისმენს.

„ირიაოს“ კლიპი ორი დღის წინ გამოვიდა და უცხოელი მსმენელის მხრიდან, ძირითადად, დადებითი კომენტარები დაიმსახურა. ბიჭებს საუკეთესო ვოკალური ტექნიკისთვის აქებენ და ასევე იმისთვის, რომ მათ სიმღერა მშობლიურ ენაზე წარმოადგინეს.

ახლახან Danny McEvoy-მ „იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც „ირიაოს“ სიმღერას ასრულებს. შემსრულებელი ცდილობს, ქართული სიტყვები სწორად გამოთქვას… აღსანიშნავია, რომ უცხოელი მსმენელისთვის ქართული ენა ძალიან საინტერესო და კარგი მოსასმენი აღმოჩნდა და ამას ხაზს უამრავი კომენტარის ავტორი უსვამს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here