ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია აქვეყნებს სტატუსსა და ფოტოებს გუდაურში ბელორუსი გოგონების ვიზიტის შესახებ. როგორც ლიზა წერს, მათ გუდაურში ბევრი რამ მოეწონათ, მაგრამ ლიზა პრობლემების შესახებაც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ტურისტებს ხვდებათ.
ლიზა წერს:
„ჩემი მეგობრები მინსკიდან ისვენებდნენ გუდაურში. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, მაგრამ… დენი ითიშებოდა ხშირად, საბაგირო არ მუშაობდა და სკუტერით ასვლაში 150 ლარს ითხოვდნენ კაცისგან!!! სასტუმროებში და რესტორნებში ფასები – კურშაველს შეშურდება 😀
ჰოდა, ცოტა დაფიქრდით, ქართველებო, არ გინდათ, რომ მეორედ ჩამოვიდნენ?!“