ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ უკვე გერმანულენოვანი მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნის გარეკანი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენრტმა გამოაქვეყნა.
ცნობილი ქართველი მუსიკოსის წიგნი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა.
„მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა.