შვედეთში „ევროვიზიის“ კონკურსანტის შესარჩევად ყოველ წელიწადს „მელოდიფესტივალი“ იმართება. სტოკჰოლმში სპეციალური ჟიურის მონაწილეობით ყოველწლიურად შვედეთის წარმომადგენელს ირჩევენ ევროფესტივალისთვის. წელს საერთაშორისო ჟიურიში პირველად შევიდა ქართველი მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი.
კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა შემსრულებელი ბენჟამინი და სწორედ ის იქნება „ევროვიზიის“ მონაწილე. „მელოდიფესტივალი“ არა მხოლოდ შვედეთშია პოპულარული, არამედ მთელ ევროპაში უამრავი ფანი ჰყავს.
შოუ გაიმართა უზარმაზარ არენაზე, რომელსაც FRIENDS ARENA ქვია და სადაც 50.000-მდე მაყურებელი ეტევა.
საერთაშორისო ჟიურიში საქართველოსთან ერთას იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრალიის, და ა.შ სულ 11 ქვეყნის წარმომადგენელი.
ნოდიკო პირდაპირ ეთერში საქართველოს დროშით ჩაერთო და ქულები წარადგინა.