რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში გავრცელდა რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით გადაღებული კლიპი ჰეშთეგით „პუტინის გუნდი“, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. როგორც ვიდეოს აღწერაშია აღნიშნული: „ეს არის სიმღერა იმაზე, რაც მთავარია – იყო ძლიერ გუნდში და მის ნაწილად გახდომა არასდროსაა გვიან“.
სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ დიჯეი სმეში, დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, ალექსანდრ პონაიტოვი, ნიუშა და ტიმატი, გრიგორი ლეპსი და „ა-სტუდიო“, რომელიც შემადგენლობაშიც ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურიაა.