ქეით ჰადსონი ნიკ ჯონასთან რომანზე საუბრობს

0
160

36 წლის ჰოლივუდელი ვარსკვლავი, ქეით ჰადსონი საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნება. მაშინაც კი, როდესაც საქმე ბევრად ახალგაზრდა მიმზიდველ მამაკაცებს ეხებათ. ჰადსონი არც ადასტურებს თუმცა არც უარყოფს იმ ჭორს, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს რომანი ახალგაზრდა მუსიკოს – ნიკ ჯონასთან აქვს. საქმე იმაშია, რომ Jonas Brothers-ის ერთ-ერთი წევრი სულ რაღაც 23 წლისაა, ბოლო დროს კი იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ წყვილი ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს და არაა გამორიცხული, რომ საქმე რომანტიულ ურთიერთობასთან გვქონდეს.

ორიოდე დღის წინ ჰადსონი ერთ-ერთ ტელეშოუს ეწვია, სადაც წამყვანმა მსახიობს რომანთან დაკავშირებით საკმაოდ პირდაპირი შეკითხვა დაუსვა. კითხვაზე, ხვდება, თუ არა თავისზე 13 წლით უმცროს მამაკავს, ქეითისგან დიპლომატიური პასუხი მივიღეთ: “არ მიყვარს, როდესაც ჭორების გადამოწმებას ჩემთნ ცდილობენ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი პირადი ცხორება არავის საქმე არაა, შესაბამისად არც ამჯერად ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას“ – განაცხადა ჰადსონმა.

ქეით ჰადსონის და ნიკ ჯონასის შესახებ ჭორები მაშინ გაჩნდა, როდესაც გასულ თვეს წყვილი ერთად დისნეი ლენდში დააფიქსირეს, ამ ამბავს არაერთი ინტერნეტხუმრობა მოჰყვა: “დედიკომ შვილი გაასეირნა“ – წერდნენ ტაბლოიდები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მექალთანე ჯონასის თითქმის ყველა ურთიერთობა თავისზე ფროს ქალებს უკავშირდება, თუმცა მათ შორის ყველაზე მხრცოვანი სწორედ ჰადსონია.