პატარა გოგონას, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, – თუთას მთელი საქართველო გუშემატკივრობს. გერმანიაში მას ოპერაცია გაუკეთდა და მკურნალობა ახლაც მიმდინარეობს. როგორც მისთვის სპეციალურად შექმნილი გვერდი წერს, თუთას მკურნალობისთვის საჭირო თანხა სრულად შეგროვდა.
გთავაზობთ სტატუსს:
„მეგობრებო, გვინდა გახაროთ, რომ თუთას მკურნალობის თანხა სრულად შეგროვდა!
ის, რომ დღეს თუთიკოს გამოსაჯანმრთელებლად საუკეთესო ექიმები იბრძვიან, ეს თქვენი, ყველას, დამსახურებაა.
თუთამ ათი ათასობით ადამიანი კეთილი საქმისთვის გაგვაერთიანა, ამიტომ ჩვენ ვერ გავჩერდებით!
ჩვენ, თუთას მეგობრები, ახლა სხვა ბავშვების გადასარჩენად ერთ საყოველთაო მოძრაობად ვერთიანდებით!
ისევ ერთად დგომით ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ!
უახლოეს მომავალში მოგიყვებით ჩვენს სამომავლო გეგმებს!
კიდევ ერთხელ უღრმესი, უდიდესი და ყველაზე გულწრფელი მადლობა ყველას! თქვენ ეს შეძელით!
#თუთასთვის“