მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი და მსახიობი მაიკო ვაწაძე დაქორწინდნენ, თაფლობის თვე რომში გაატარეს, ახლახან დაბრუნდნენ და „იმედის“ თოქშოუს ესტუმრნენ, სადაც თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს.
მაიკო:
მახსოვს, ანდრია თეატრალურიდან გამოვიდა, ოთხი გოგო იდგა, ყველამ თქვა, რა მაგარი ბიჭიაო. მეც გავიხედე, ეს არის მაგარი ბიჭი-მეთქი (იცინის)? იმის მერე წავიდა და წავიდა…
ანდრია:
ყოველთვის გრძნობ, რომ ის ადამიანი შენია და შენ მისი. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ურთიერთობის თანმდევი, მაგრამ მიხარია, რომ სამი წელი მეგობრები ვიყავით და აქედან წარმოიქმნა სიყვარული. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემი მეუღლე ჯერ ჩემი მეგობარი ყოფილიყო. ყველა ურთიერთობაში ასეა.
ვალენტინობას აღნიშნავთ?
რაც ერთად ვართ, ყოველი დღე სიყვარულისაა, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს. დღეს კონცერტი მაქვს. საღამოს დავუკრავ მაიკოსთვის, მას რამდენიმე სიმღერას მივუძღვნი.