ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი წვრილი სათვალეები მსოფლიო ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის უკეთიათ ჯიჯი ჰადიდს, კორტნი კარდაშიანს თუ სოლანჟს. ამ სათვალეებით ისინი ჩნდებიან როგორც ქუჩაში სეირნობისას, ასევე სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემის გადაღებებზე…
ახლახან ჯიჯი ჰადიდმა კიდევ ერთხელ მოირგო ქართველი დიზაინერის სათვალე. თავად გიორგიმ კი სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ჩანს, რომ პარიზის ცნობილ სავაჭრო ცენტრში, „ლა ფაიეტში“ მისი სათვალეები უკვე იყიდება.