მსახიობი სალომე ფაღავა სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობას მიმართავს. სალომეს პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მათ საყურადღებოდ, ვისაც „გასული“ მდგომარეობები იზიდავს!!!
შვილები გყაავთ, ვინც ამ ჯოჯოხეთის „გაპრავებისკენ“ იღწვით?
ერთი ვარიანტია – არ გყავთ და ვერ იაზრებთ , რა ემუქრება ჩვენს მომავალ თაობას, თან არ დაგვავიწყდეს 3 მილიონი ვართ !
მეორე ვარიანტია – გყავთ, მაგრამ იმდენად „გასული“ ხართ, რომ დროა, ექიმს მიმართოთ (ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, ნარკოლოგს…), მოძღვარს…
არ ვიცი, ვისთვის რა იქნება შედეგის მომტანი, სანამ ძალიან შეგიტოპიათ და საკუთარი შვილი ვეღარ გიცვნიათ!
და ეს ძალიან „აქტუალური“ გართობის ფორმა – აი, „MDMA”-ს , „Extasy”-ს , „პლიიიანის“ და „კოკაინის” გარეშე რომ ვეღარ ვერთობით.
რა გვინდა ვიცით საერთოდ?!
მომავლისგან რას ველით, საკუთარი თავებისგან რას ველით, მიზანი რა გვაქვს საერთოდ, გადაშენება?!
ვისაც არ გვსურს გადაშენება და გვინდა შევინარჩუნოთ რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელია, გაგვატარეთ, რა! თეთრი ხმაური ხართ თუ მწვანე!!!
ლეგალიზაციის გარეშეც კარგად შოულობთ, ეწევით, ირგებთ… არ მითხრათ, არაო, თორემ ისეთ ხარხარს ავტეხ, ვერ გავჩერდები.
გონს მოეგეთ, „გასულებო“, „პრადვინუტებო“ და ისეთებო , აი, ჩემნაირი აზროვნების ადამიანები თქვენთვის რო ძაან ჩამორჩენილები არიან და დროს რომ ვერ დაეწივნენ.
თან „აპრავებთ”, ნარკომანები არ ვართო, ანუ სარგებლობთ იმით , რო „პლიიანი” მსუბუქი ნარკოტიკია და სინამდვილეში გაქანებული ნარკოდამოკიდებული ტიპები ხართ, რომლებსაც „პლიიანის” გარეშე ჩაძინებაც კი გიჭირთ და თქვენ ამბობთ, რო ლეგალიზაცია გინდათ! ამასობაში თქვენი ცხოვრება, „ქეშებო”, გადის ბურუსში, მუდმივად გაბრუებულ მდგომარეობაში და საბოლოოდ, ისე ხდებით შიზოფრენიით დაავადებულები (თან, 90% -ის ბოლო ეს დაავადებაა), რო ირგვლივ აღარავის უნდა თქვენთან , მხოლოდ თქვენნაირებს, ნორმალურს, ჯანსაღს და მაქსიმალურად სრულყოფილს, არავის უნდა თქვენთან, არც შვილს, არც მშობელს, არც ცოლს, არც ქმარს… და რაც მთავარია, საკუთარი თავიც აღარ გინდათ, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თქვენ თქვენს თავს მართლა არ იცნობთ, დაკარგული ხართ დროში, სივრცეში , ყველგან…
#არალეგალიზაციას!!!!!!!!
#არანარკოტიკს!!!!!!!!!!“