ცნობილ ტელეწამყვანს დავით სოკოლოვს ნოე სულაბერიძემ ერთი წლის განმავლობაში „პრაიმშოუს“ გაძღოლა შესთავაზა. ის ამ დროის მონაკვეთში პროექტის მეშვიდე წამყვანი იქნება. დავით სოკოლოვს ამის შესახებ სტუდიაში შეატყობინეს და მან ემოციები ვერ შეიკავა… ნოე სულაბერიძემ შეთავაზებისას მას კონტრაქტიც აჩვენა, სადაც ერთწლიან თანამშრომლობაზეა საუბარი.