„Hey, baby, I think I wanna marry you“ („ვფიქრობ, შენზე დაქორწინება მსურს“) – თბილისის აეროპორტში დავით მაღლაკელიძემ ვერიკო მელიას ხელი სწორედ ამ სიმღერით სთხოვა.
ხელის თხოვნის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გიორგი დიასამიძემ გაავრცელა და აღნიშნა:
„რა მაგარი ამბავია 🎉🎉🎉 ნიშნობა შუაგულ აეროპორტში 🎉🎉🎉 გილოცავთ ♥️
უზომოდ ბედნიერები იყავით მუდამ !!!
მადლობა საოცარი დღისთვის და ამაღელვებელი ემოციებისთვის !!!
ასეთი საოცრებები იშვიათია ჩემს ცხოვრებაში და მინდა, რომ ყველას გხედავდეთ პოზიტიურ და ამაღლებულ განწყობაზე!!!“