ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბოლო დროს ისევ ცხარე დებატები მიმდინარეობს. თემა თავიდან წინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის რვაწლიანი პატიმრობამ წამოსწია, რომელსაც პარლამენტთან მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მოჰყვა. ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა.
გუშინდელ ტელედებატებს „რეაქციაში“ ამ თემაზე სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა. ერთ-ერთი გამოხმაურების ავტორი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე გახლავთ, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეებს მიმართავს:
„ასეთი უკუღმართები ყველაფერში რატო ვართ???????? ამდენი ლაპარაკი ამ ნარკოტიკზე ნორმალურია???
ამდენი ენერგია და დრო უფრო მნიშვნელოვან თემებს რომ დავუთმოთ, არ ჯობია?
ახლა არ დამიწეროს აქ ვინმემ კითხვა – „აბა, უნდა იჭერდნენ ან ფაქტს უდებდნენ თუ არა მოქალაქეებს”
ეს დემაგოგიური ტლუ კითხვები დაუსვით ერთმანეთს!!!
მნიშვნელოვან თემებში კი ვგულისხმობ იმ სამარცხვინო განათლების დონეს, რაც დღეს ქვეყანაშია და კაცების უმეტესობის ღიპგადმოგდებულ გორაობას და უსაქმურობას!!!!
მოდით, ასეთივე ისტერიკით მივუდგეთ სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ბოდიში და აწიეთ ერთი ადგილები და ატარეთ შვილები სპორტულ აქტივობებზე, რამდენმა ადამიანმაიცით ნეტავ, რომ ახალი წყალბურთის კლუბი „დინამო“ დაარსდა?
ან საერთოდ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების წარმატებით ეს ჩვენი სამარცხვინო ჟურნალისტები დაინტერესდნენ? არ შეიძლება, ასეთივე დუჟმორეულებმა მეტი პოზიტიური თემა გააშუქონ?
რა უბდურებაა ეს ამდენი ნარკოტიკის თხრა ცხვირში.
პრიორიტეტები რომ გვაქვს უკუღმართი და ფეხებზე რომ ჰკიდია ყველას ერთმანეთი, იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე.
თავი კი გვგონია ძაან პროგრესული ერი, მაგრამ ქვეყანაში სადაც ისტერიული რადიკალიზმი სუფევს ყველა დარგში, სადაც განათლების დონე ზღვარზე დაბალია და სადაც ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის ჭამაზე არიან ორიენტირებულები. ამათ ნარკოტიკზე და ელჭიპიტის იქით სალაპარაკო თემა ვერ იპოვეს…“
ნატალია აქვე დასძენს: „ნარკოტიკების ლეგალიზება და გაუთავებლად ორუჯრედიანი სტუმრების მიწვევა გადაცემებში და ამ თემაზე ლაპარაკი გამოასწორებს საშუალო ხელფასს ქვეყანაში?“
მომღერალმა მოგვიანებით კიდევ ერთი კომენტარი დაწერა ამ თემაზე:
„იმის მაგივრად, 24 საათი ამაზე ლაპარაკობდნენ და მაგალითი აიღონ მშრომელი და წარმატებული ადამიანებისგან, ვიღაც მაჩანჩალებს გვთხრიან ყოველ დღე!!!
სუხიშვილები მიწაში ჩადეს, სპორტსმენებს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ, მასწავლებლები ხო საერთოდ 300 და 400 ლარზე ოჯახებს ინახავენ და ნახევარი საქართველოს ქალები გადახვეწილები ვიღაცებს უვლიან, რომ აქ მაგათმა „ვაჟკაცებმა“ იჩხირონ და ეს სამარცხვინო ჟურნალისტები ხან ნარკომანებს, ხან აგრესიულ რასისტ/ჰომოფობებს გვტენიან ყოველდღე მარტო იმიტომ, რომ რეიტინგი დაიწერონ…“