„ჩვენთვის კარტოფილი ფულია…“ – Netflix ქართულ დოკუმენტურ ფილმს აანონსებს, რომელსაც 9 თებერვლიდან საკუთარ ქსელში განათავსებს

0
1052

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინტერნეტ-სატელევიზიო ქსელი Netflix 9 თებერვლიდან წარმოგვიდგენს ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სანდენსის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. ჯილდო მისმა რეჟისორმა, თამთა გაბრიჩიძემ მიიღო ფილმისთვის „სოვდაგარი“.

როგორც ფილმის აღწერაში ჩანს, ეს არის ვაჭრის ამბავი, რომელიც ქართულ სოფლებში ნახმარი ნივთებით ვაჭრობს და მინიავტობუსით გადაადგილდება. ის ნივთების სანაცვლოდ რამდენიმე კილო კარტოფილსაც იღებს. როგორც ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი ჰყვება: „ჩვენთვის კარტოფილი ფულია. ევროც, დოლარიც, ლარიც, ჩვენთან სულ კარტოფილია…“

დოკუმენტური ფილმის ანონსი „ნეტფლიქსმა“ საკუთარი „იუთუბის“ გვერდზე ახლახან განათავსა.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here