„ჩსწ“ ნიკა რურუას ექსმეუღლემ და მისმა ქალიშვილმა მოიგეს (ფოტოები)

0
3767

„რუსთავი 2“-ის კულინარიული შოუ „ჩემი სამზარეულოს წესები“ გუშინ დასრულდა. ფინალურ შოუში კახეთისა და თბილისის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდმა, რესტორატორებისა და წამყვანების, შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილისა და ტელეარხის გენდრიექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, დაკისრებულ დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვეს, თუმცა მომზადებული დესერტის გამო, კახეთის გუნდმა, რომელსაც დედა-შვილი – სოფო გორგაძე და ლიზა რურუა წარმოადგენდნენ, ჟიურის ცალსახა სიმპათია და გამარჯვება დაიმსახურა. მათ საკუთარი რესტორნის გასახსნელად 50 000 ლარი მიიღეს.

სოფო გორგაძე კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას ექსმეუღლეა, ლიზა კი მათი ქალიშვილია.

ნიკა რურუამ ქალიშვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა გამარჯვების შემდეგ და ფოტოც გამოაქვეყნა:

„დღეს ეს პატარა მაკაკა დიდი გოგო და საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია. ლიზა, გილოცავ, მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე!!!

P.S. ჩსწ Rules!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here