ასტროლოგის გაფრთხილება: „მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიფრთხილით გაიაროთ!..“

0
1767

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, რომ მზის დაბნელებამდე სულ ორი დღეა დარჩენილი. რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი რთული და ზოგადად, რითია ის გამორჩეული, წაიკითხეთ ასტროლოგის პოსტში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, ორი დღე დარჩა მთვარის დაბნელებამდე. 31 იანვარს ველოდებით ზუსტად ამ მოვლენას. ეს იშვიათი დაბნელებაა, ისეთი, როგორიც 170 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე. ეს არის ე.წ “ცისფერი მთვარე” და მთვარის სრული დაბნელება ხდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. შესაბამისად ყველაზე დიდი სიფრთხილისა და მობილაზიისკენ ზუსტად ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მოვუწოდებ. (განსაკუთრებით მათ ვინც დაიბადა ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს ათ რიცხვამდე რადიუსში). ასევე იგრძნობენ ამ დაბნელებას მძაფრად მორიელები, კუროები და მერწყულები. დაბნელების დღეებში 2-3 დღით წინ და უკან, ადამიანებში მატულობს ემოციური ფონი, შფოთვა, ბევრი სუსტი ფსიქიკის მქონე ინდივიდი მიდრეკილია გაუაზრებელი, იმპულსური საქციელისკენ. ასეთი ხალხი ხშირად ქვეცნობიერის კარნახით მოქმედებს ხოლმე დაბნელების ენერგეტიკიდან გამომდინარე ამიტომ არიან იმპულსურები, აგრესიულებიც რიგ შემთხვევაში. დაბნელება ააქტიურებს ადამიანის ღრმა ქვეცნობიერს. შესაბამისად, ზედაპირზე ამოდის ყველა ის თვისება რომელსაც სხვა, ჩვეულებრივ დღეებში ასე თუ ისე ნიღბავს ადამიანი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით გაიაროთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here