ლევან დაბრუნდაშვილის პროექტი „ტიფლისი“ „ჯი-დი-ეს“-ის ეთერში ორი სეზონად გავიდა. მაყურებელს ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ სერიალი გაგრძელდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტი დაიხურა, რეჟისორი კი აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად.
„ტიფლისში“ ერთ-ერთ როლ ს გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა ასრულებდა. ის გამომძიებელს თამაშობდა, მისი აპრტნიორი კი თორნიკე გოგრიჭიანი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბახალას ერთ-ერთი საუკეთესო როლია…
გთავაზობთ სერიალიდან ბახალას მონაწილეობით ეპიზოდს, რომელიც სოციალურ ქსელში ამჟამად აქტიურად ტრიალებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობს ნარკოდანაშაულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.