რაში გადაუხადა ევა ლონგორიამ ტომ კრუზს 11 მილიონი დოლარი?!

0
35

ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა უძრავი ქონების გასხვისება, მაგრამ ფაქტია, რომ “შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა, ტომ კრუზმა ჰოლივუდური სახლის გაყიდვა გადაწყვიტა და მისი მყიდველიც ძალიან მალე იპოვა – თან არც მეტი არც ნაკლები “სასოწარკვეთილი დიასახლისი“, ევა ლონგორია.

ქალმა 13 მილიონ დოლარად შეფასებული უზარამაზრი აპარტამენტები 11, 3 მილიონ დოლარად იგდო ხელთ – როგორც ჩანს, კოლეგიალობამ გაჭრა და ტომმაც ევას დაახლოებით მილიონნახევარი დოლარი დაუკლო.

ვილა ორი სახლისგან შედგება – პირველ მათგანში 2 სართულია, სამი საძინებელი, წინ კი უზარმაზარი აუზის ხედი იშლება, ამავე შენობას სამი მანქანის სადგომი აქვს. თუმცა, თუკი ეს სივრცე ევას არ დააკმაყოფილებს, მეორე სტუმრების სახლში უკვე 4 საძინებელი, ოთხი სააბაზანო და უფრო მეტი სივრცეა. აპარტამენტები ლორენ კანიონზეა განლაგებული და სან ფერნანდოს ველს გადასცქერის. კრუზის სახლის შეძენის შემდეგ ევას უკვე ოთხი სახლი უგროვდება – სან ანტონიოს მცირე აპარტამენტები და ჰოლივუდში განლაგებული დანარჩენი ოთხი ვილა.