ცნობილი კალათბურთელის, ლამარ ოდომის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც იქნა უკეთესობისკენ შეიცვალა – ის ზუსტად ერთი კვირის წინ უგონო მდგომარეობაში ნევადაში, საროსკიპოში იპოვეს – სანრაიზ ჰოსპიტალში მედიკოსთა დიდი მცდელობის შემდეგ კი მისი დგომარეობა გაუმჯობესდა – სპორტსმენი ამჯჟამად გონზეა, აპარატის დახმარების გარეშე სუნთქავს და ახლობლებთან კონტაქტსაც კი ახერხებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს, მკურნალობის კურსი ხანგრძლივი იქნება.
მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს გვერდიდან არ მოშორებია ქლოე კარდაშიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დუმილი დაარღვია და ფანებს მიმართა. “ბოლო ერთი კვირა წარმოუდგენლად რთული იყო. ძალიან მადლობელი ვარ ჩემო ოჯახის, მეგობრებისა და თაყვანისმცემლების, რომლებიც ლამარისთვის ლოცულობნენ და გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სანრაიზ ჰოსპოტალის შესანიშნავ ექიმებს და ექთნებს მათი სიკეთისა და უზარმაზარი შრომისთვის. მათი ზრუნვის შედეგად სასწაული მოხდა. ასეთი რამეებისთვის მზად ვერასდროს იქნები, თუმცა, ჩემი ახლობლების თანადგომის, მათი ლოცვისა და დამხარების გარეშე ამ ყველაფრის დაძლევვა რთული იქნებოდა.“ – წერს ქლოე საკუთარ ბლოგზე, რომელიც სწორედ სამშაბათს კვლავ ამუშავდა. მანამ სანამ ლამარის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში იყო, კარდაშიანები ინტერნეტსივრციდან ასე ვთქვათ გაიფიცნენ, თუმცა, ორშაბათს სოციალურ ქსელებში კიმი დაბრუნდა, მას კი უკვე ქლოე მიჰყვა.
ოდომმა და კარდაშიანმა ურთიერთობა 2013 წელს დაასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერა, მათი გაყრა ჯერ ოფიციალურად გაფორმებული არ არის, რადგან სასამართლოს დასკვნა ჯერ არ გამოუტანია შესაბამისად, ქლოე ლამარის ოფიციალურ მეუღლედ რჩება – ანუ ის ადმიანია, რომელსაც მის ნაცვლად გადაქყვეტილებების მიღება უწევს, სანამ კალათბურთელი თავად წარმართავს მკურნალობის კურსს. ასე რომ, ლამარის სიცოცლხე ექს მეუღლის ხელშია, რომელიც თურმე, ერთი კვირის განმავლობაში ყოფილი ქმრის საწოლს არ შორდებოდა და პალატაში საძილე ტომარაშიც კი ეძინა.