ლელა წურწუმიას „პრაიმშოუში“ ულამაზესი შავი კაბა ეცვა, ორიგინალური გულით, რომელიც, როგორც შევიტყვეთ, „დიორს“ ეკუთვნის. გადაცემის გადაღებაზე მომღერალი ბრწყინავდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა, რაც ყველამ შენიშნა და აღნიშნა.
გუშინწინ კი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე, ცნობილი მსახიობი, ნატალი პორტმანი, „დიორის“ ზუსტად იმავე კაბაში გამოცხადდა.
ახლახან კახა მამულაშვილმა ორივეს ფოტო გააზიარა და დააწერა: „ნატალიმ უყურა ალბათ გადაცემას…“, რამაც მის მეგობრებში მხიარულება გამოიწვია.