მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც ორი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სამ იანვარს თურქეთში გამოკვლევებისთვის მიემგზავრება. პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა უკვე შეგროვებულია. გიორგი თავად აქვეყნებს სტატუსს სოცქსელში და უდიდეს მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.
გიორგი მახარაძე:
„პირველ რიგში, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, ვისაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს, ვინც მგულშემმატკვივრობს❤ მოკლედ, ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით, ის თანხა, რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას, შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით…
ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა… კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით, რითაც შემეძლება, უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას❤ წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მთეეეეელი გულით ❤��
P.S ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი❤
HALA MADRID!!!! :)))))))))) მიყვარხართ!“