პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში არ წყდება გამოხმაურებები. ერთ-ერთი, ვინც ამ თემაზე კომენტარი დაწერა, გოგა ხაჩიძეა, რომელიც, როგორც ჩანს, ნანობს, რომ თავის დროზე პოლიციის ჰიმნის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.
გოგა აღნიშნავს:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ამ სიმღერის ტექსტს არც მაშინ იმსახურებდით, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედად დავწერეთ.
გაგამხნევეთ, შეგაქეთ, ნდობა და სიყვარული დაგიდეთ დეპოზიტზე.
ბოლოს და ბოლოს ეს სიმღერა იმისთვის გაგიკეთეთ, რომ თქვენს მთვრალ თანამშრომლებს, რესტორნებში “დენ პაბედი”-ზე ცეკვა შეეწყვიტათ და რამე თავისი ჰქონოდათ (ესეც პრობლემა იყო მაშინ და მთავრობის სხდომებზეც კი დარდობდნენ ამაზე).
მაშინ პატრული ახალი იყო, გამჭირვალე შუშის შენობები ახალი იყო, შემოგციცინებდით და გგულშემატკივრობდით.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ განახლება და გაკეთილშობილება სადღაც შეწყდებოდა და სისტემაში ისევ დარჩებოდნენ გულისამრევი, წარუმატებელი, კომპლექსიანი ადამიანები, ყაჩაღისგან და ბანდიტისგან რომ ვერ გაარჩევ. თუ საბუთი არ გიჩვენა.
ხო, აი ისინი, დღემდე ყველაზე ამოსაცნობი ზმანები რომ დადიან ვითომ ოპეPreviewრატიული გამოხედვებით, შავ-შავი ჯინსებით და წვეტიანი ტუფლებით, შარვალში იარაღგათხრილები და უტიფრები.
ხხხხხ თფუუუუ!….
ყურები რატომ არ მომძვრა!
ხელები რატომ არ გამიხმა!
ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა კარგ პოლიციელს“! ვიდეო