საოპერო შემსრულებელი, თამარ ივერი სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებს ყველას, ვინც რელიგიურ დღესასწაულებს „ფეისბუქზე“ ხატებითა და ხატების გიფებით ულოცავს გარშემო მყოფებს, დაანებონ თავი ასეთი ფორმით მათ გამოყენებას.
თამარ ივერი აღნიშნავს:
„შეწყდეს „ფეისბუქზე“ ეს მასობრივი ხატების დამცირება-შეურაცხყოფა!!! მათი „სმაილიკების“, ბრჭყვიალა GIF-ების დონეზე დაყვანა!! მათი ტრიალა ნაძვის ხეებთან და თაიგულებთან ერთად გზავნა!
შ ე ჩ ე რ დ ი თ!!!
ნუ შეგვაძულეთ უკვე რელიგიური დღესასწაულების მოსვლა!!!
ნუ ბღალავთ, ბილწავთ და აუფასურებთ მათ სოცქსელებში ჩამორიგება-მოხმარებით! ნუ აბრჭყვიალებთ და „ატექსტიანებთ“! ეს დიდი ცოდვაა და მათი შეურაცხყოფა! ბოლობოლო:
შ ე ჩ ე რ დ ი თ
ვინც მეთანხმებით, რომ უნდა შეწყდეს ეს აუტანელი „ფეისბუქ-ხატომანიის“ და სურათო/GIF-ომანიის აგონიური ოკეანე, დააკოპირეთ და გ ა ა ზ ი ა რ ე თ ეს ტექსტი!!
ყველანი „ფეისბუქ-ხატომანიის” წინააღმდეგ!!!“