Miley Cyrus-ი და მისი ახალი რჩეული – 24 წლის Victoria’s Secret-ის მოდელი Stella Maxwell-ი ურთიერთობას აღარ მალავენ და უკვე საზოგადოებაშიც ერთად ჩნდებიან. პაპარაცებმა წყვილი ამჯერად კალიფორნიაში დააფიქსირეს. გოგონებმა ერთად ისადილეს და მოგვიანებით გაისეირნეს კიდეც. ერთი შეხედვით ისინი ერთმანეთის გარემოცვაში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ…
შეგახსენებთ, რომ Cyrus-ისა და Stella Maxwell-ის რომანის შესახებ ცნობილი ივნისის ბოლოს გახდა. ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მაშინ დადასტურდა, როდესაც პაპარაცებმა გოგონები იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ. გამოცემებში სურათების გამოჩენის შემდეგ ფაქტების უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომაც შემსრულებელმა და მოდელმა რომანი გაასაჯაროვეს.
სანამ მომღერალი Maxwell-თან დაიწყებდა ურთიერთობას, მის გვერდით Patrick Schwarzenegger-ი იყო. თუმცა მათმა რომანმა სულ რამდენიმე თვეს გასტანა. მანამდე კი მუსიკოსს Liam Hemsworth-თან ჰქონდა ურთიერთობა, რომლის დასრულების შემდეგაც Miley დიდი ხანი ებრძოდა დეპრესიას.
როგორც ტაბლოიდები წერდნენ “The Hunger Games”-ის ვარსკვლავთან განცდილი კრახის შემდეგ Cyrus-ის გვერდით არაერთი მამაკაცი იყო, თუმცა საბოლოოდ მომღერალმა ბედნიერება თავისზე 2 წლით უფროს გოგონასთან ნახა…