მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა…
ნეკა:
საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, როგორ სიგიჟემდე უყვარს ახალი წელი, ზამთარი და წინასადღესასწაულო პერიოდი.
მაკა:
ამ სახლში ახალ წელს მეორედ ვხვდები. შარშან, სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყე სახლის მორთვა. ასეთი ჭერიც იმიტომ გავაკეთე, რომ ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მომერთო საახალწლოდ. წელს კი, პირველ დეკემბერს, ნაძვის ხე უკვე დავდგი.
ნეკა:
მეც დაახლოებით 15 წელია, ვცდილობ, ნაძვის ხე დავდგა. ვიხანგრძლივებ ამ საოცარ პერიოდს.
მაკა:
მაგარია. რაც უფრო გადის წლები, მით უფრო მიყვარდება.
ახალი წლის ტრადიცია რა არის?
ძირითადად, ღია ცის ქვეშ ვხვდებით. ძალიან მინდა სახლში ყოფნა ამ დროს. 31 დეკემბერს, საათი რომ ჩამოჰკრავს თორმეტს და ტელევიზორში მრავალჟამიერი ჟღერს, ეს მომენტი ძალიან მომწონს…
ნეკა:
ასეთი ახალი წელი მოვიწყვე ორი წლის წინ, როცა არც ერთ შეთავაზებას არ დავთანხმდი და ოჯახთან ერთად შევხვდი. ესეც არაჩვეულებრივი იყო, თუმცა ისეთი ბევრი წელიც მახსოვს, ჩემს შვილებს სანტა კლაუსი რომ აკითხავდა და ამ დროს მე სახლში არ ვიყავი (იცინის). როცა პატარები გყავს, უფრო მეტად გინდება ახალ წელს შინ ყოფნა, მაგრამ ზოგადად, გარეთ შეხვედრა კარგად მაქვს დაცდილი. ჩვენი ბედობა 31 დეკემბერია. სრულად + ფოტოგალერეა