„საბას გაჩენამდე აღმომაჩნდა ეს პრობლემა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ჯანმრთელობასა და განკურნებაზე

0
2597

ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სიგარეტის მოწევას დაანება თავი, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც მოუგვარდა. საუბარია პაპილომა ვირუსზე, რომლის გამოც მას ოპერაციაც დასჭირდა.

ნანუკა წერს:

„ერთ წელზე მეტია, სიგარეტს თავი დავანებე და ახლა უნდა მოგიყვეთ რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში.

თავიდან მოვიმატე. ერთ თვეში 9 კილო, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ, წონის დაკლების მიზნით დავიწყე ვარჯიში და ამან რადიკალურად შეცალა ცხოვრების რეჟიმი.

გინეკოლოგიური პრობლემა მქონდა. პაპილომა ვირუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ წელიწადში ერთხელ გასინჯვა აუცილებელი პროცედურა იყო.

ცოტა ხნის წინ მივედი მადონასთან. (ჯუღელია გვარად. უკვე მეგობარი და ცხოვრების კონსულტანტია 😀) და მეუბნება, არაფერიც აღარაა. დაბნეული სახით ვკითხე: “როგორ, სად წავიდა პრობლემა” და მადონას პასუხმაც არ დააყოვნა ” ხომ არ დაგავიწყდა, აღარ ეწევი. რითი ეკვება იმ ყველაფერს. აქამდე ნიკოტინით კვებავდი”, შემდეგ სამედიცინო ენაზე ამიხსნა ეს ყველაფერი.

საბას გაჩენამდე აღმომაჩნდა ეს პრობლემა. ოპერაციაც კი დამჭირდა და თურმე რა მარტივი ყოფილა ცხოვრება. სიგარეტის კოლოფზე გაკეთებული წარწერა “მოწევა კლავს” ისეთი დამაჯერებელი გახდა.

მხოლოდ ჩემ სიტყვებს რომ არ ენდოთ, სცადეთ. დაანებეთ სიგარეტს თავი და ერთ წელიწადში გაიკეთეთ ანალიზები. მიხვდებით, რომ ყველაფერი ცუდი, ნიკოტინით იკვებება.

თხილი დაიხმარეთ, ტკბილი ჯიბეში სულ უნდა გედოთ. ცოტა ხანი. სამი თვეა მთავარი კრიზისი და შემდეგაც, როცა მოგინდებათ თუთუნთან დაბრუნება, უნდა გახსოვდეთ რას დაკარგავთ ამის სანაცვლოდ. რას და ჯანმრთელობას. კარგ კანს, ჯანსაღ კბილებს, ფილტვებს, გემოს პირში. ხასიათს და მოწესრიგებულ ძილის რეჟიმს. 🙂

დღეს ერთი ადამიანი მაინც თუ გადაწყვეტთ სიგარეტზე თავის დანებებას, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება. ყოველ დღე მზად ვარ კონსულტაცია გაგიწიოთ. ყველა კითხვაზე გიპასუხებთ (ისედაც გპასუხობთ) რომ სიგარეტზე თავის დანებება გაგიმარტივოთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here