„მის საქართველოს“ დამფუძნებელი ია კიწმარიშვილი fortuna.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „მის საქართველო“ 9 დეკემბერს ბათუმში გაიმართება. ღონისძიებისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. შეგახსენებთ, რომ „მის საქართველოს“ მონაწილე 20 გოგონა და საორგანიზაციო ჯგუფი „ლეოგრანდში“ იმყოფებოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.კონკურსის ორგანიზატორებმა ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს…
ია კიწმარიშვილი:
„მის საქართველო“ 9 დეკემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს მოსამზადებელი პერიოდი. კონკურსის ოფიციალურ ნაწილამდე ერთი დღით ადრე ჟიურის წევრები გოგონებს შეხვდებიან და გასაუბრება ექნებათ. ასევე თავად კონკურსანტები შეარჩევენ „მის მეგობრობას“, აგდანაწილდება სხვადასხვა ნომინაცია. 9-ში კი ჟიურის წევრები უკვე სცენაზე იხილავენ გოგონებს და საბოლოოდ შეაფასებენ მათ. სულ კონკურსში 20 გოგონა მონაწილეობს.
გოგონები მზად არიან კონკურსისთვის, თუ გავითვალისწინებთ სტრესს, რომელიც მათ ხანძრისას მიიღეს?
კი, მზად არიან. ჩვენ გვქონდა სურვილი, კიდევ გადაგვეწია კონკურსი, მაგრამ დარბაზს აღარ ეცალა, ამიტომაც აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, შევთანხმდით 9 დეკემბერს ჩატარებაზე. ჩვენ ვალდებულებები გვაქვს, რომლებიც უნდა შევასრულოთ.
ნინო მურღულია